Mylingo

Mylingo კრეატორებისთვის

რა არის Mylingo?

Mylingo არის უცხო ენის შესასწავლი აპლიკაცია, რომელიც სპეციალურად ქართულენოვანი მომხმარებლებისთვის შეიქმნა.

ჩვენი მიზანი მარტივია: ხელმისაწვდომი გავხადოთ ეფექტური სწავლის პროცესი.

თვეში მხოლოდ 10 ლარად, მომხმარებლებს ვთავაზობთ სრულყოფილ სწავლის პროცესს (კითხვის, მოსმენისა, წერისა და საუბრის უნარებს), რომელიც კონკურენციას უწევს როგორც სხვა აპებსა და ონლაინ მასალას, ასევე რეპეტიტორებს, რომლებიც სამწუხაროდ ყოველთვის არ არიან ეფექტურები.

აპლიკაცია ეფექტურია როგორც A1 დამწყებთათვის ასევე B1/B2 დონისთვის. პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: mylingo.ge

ვინ არიან ჩვენი მომხმარებლები?

ჩვენი მომხმარებლები არიან ზრდასრული ადამიანები, რომელთაც სურთ: ინგლისურს, გერმანულს, ესპანურს ან სხვა ენის შესწავლა, ასევე არსებული ცოდნის განმტკიცება, რეალური მიზნებისთვის: იქნება ეს სამსახური, საზღვარგარეთ ცხოვრება, უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია, თუ კარიერული წინსვლა.

რით განვსხვავდებით სხვებისგან?

ჩვენ არ ვქმნით მორიგ “gamified“ აპლიკაციას, რომელიც მომხმარებელს, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, მხოლოდ თამაშით ჰპირდება ენის სრულყოფილად ათვისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს შეუძლებელია.

Mylingo ეფუძნება ენის ათვისების თანამედროვე კვლევებს და იყენებს ხელოვნური ინტელექტის (AI) უახლეს შესაძლებლობებს — სადაც, მომხარებლის ძალისმხევა ითარგმნება რეალურ შედეგში.

რატომ ვთანამშრომლობთ კონტენტ კრეატორებთან?

Mylingo სწრაფად იზრდება, კრეატორებთან პარტნიორობა კი ამის ერთ-ერთი მთავარი გზაა.

ჩვენ უმეტესად ისეთ კრეატორებთან ვთანამშრომლობთ, რომლებსაც შეუძლიათ გულწრფელად საუბარი, აპლიკაციის ნათლად წარდგენა და მისი დაკავშირება იმ რეალურ პრობლემებთან, რომელთა წინაშეც მათი აუდიტორია დგას. საუკეთესო ვიდეოები არ ჰგავს სტანდარტულ რეკლამას.

ჩვენ გვინდა დაგარწმუნოთ, რომ მაილინგო დაეხმარება თქვენს აუდიტორიას. შემდეგ ეს განწყობა ავსახოთ ვიდეოში.

ანაზღაურება

სტანდარტული მოდელი: 5000 ნახვა - 50 ₾; 10,000 ნახვა - 100 ₾; 20,000 ნახვა - 200 ₾; 25,000 ნახვა და მეტი - 250 ₾;

შესაძლებელია განსხვავებული ფორმატის განხილვაც.

შემდეგი ნაბიჯები

თუ ფიქრობთ, რომ ეს შეთავაზება თქვენი აუდიტორიისთვის საინტერესო და რელევანტური იქნება, შემდეგი ეტაპისთვის:

  • გაგიზიარებთ ბრიფს ყველა საჭირო დეტალითა და რესურსით;
  • ერთად შევარჩევთ ვიდეოს კონცეფციას და გადაღებამდე ვეცნობით სცენარს, თუმცა სტილი და ტონი სრულად თქვენი რჩება.